იდეალური ბლინების მომზადების 10 საიდუმლო, რომელიც აქამდე არავინ იცოდა იდეალური ბლინების მომზადების 10 საიდუმლო, რომელიც აქამდე არავინ იცოდა />


  02:25:44     25-03-2015

იდეალური ბლინების მომზადების 10 საიდუმლო, რომელიც აქამდე არავინ იცოდა

a35457.jpg

ბლინები ყველას უყვარს, მაგრამ მათი მომზადება ბევრს არ ეხალისება... იმისთვის, რომ ბლინი გემრიელი და ლამაზი გამოვიდეს, დიასახლისს კარგა გვარიანი შრომა სჭირდება. ამიტომ იდეალური ბლინების მოსამზადებლად ყურადღება მიაქციეთ  რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს. მისდიეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ წესებს და ყველაფერი მშვენივრად გამოგივათ!

1. ბლინების მოსამზადებლად ყოველთვის აირჩიეთ საუკეთესო, ხარისხიანი პროდუქტები. ბლინის ცომი ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება: კვერცხის, რძისა და ფქვილისგან. თვალყური ადევნეთ, რომ კვერცხი და რძე ახალი იყოს. ძალიან ცხიმიან რძეს ნუ გამოიყენებთ.

2. დაიცავით სწორი ბალანსი ინგრედიენტებს შორის, რათა მიიღოთ საჭირო კონსტიტენციის ცომი. პირველი ნაბიჯი ბლინის ცომის მოსამზადებლად - ათქვიფეთ კვერცხი მწიკვ მარილთან და შაქართან ერთად ჩანგლით.
სამზარეულოში თქვენ შეიძლება გქონდეთ ბლენდერიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვერცხი მაინც ჩანგლით ათქვიფეთ. ფქვილი დაუმატეთ ნელ-ნელა, რათა ცომი ალაგ-ალაგ არ შეიკრას. ამიტომ ნუ ჩაყრით ერთბაშად ბევრ ფქვილს. როცა კვერცხისა და ფქვილის მასა ძალიან გასქელდება, მაშინ ჩაასხით რძე.

3. შეგეძლოთ ლოდინი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. იგივე ეხება ბლინებსაც. ყველაზე გემრიელი ცომი ისაა, რომელიც გამოცხობამდე მთელი დღე მაცივარში იდო. სცადეთ და დარწმუნდებით!

4. როგორც წესი,პირველი ბლინი ყოველთვის ფუჭდება. მაგრამ ამის გამო ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ.

5. სწორად არჩეული ტაფა - ესაა იდეალური ბლინების ცხობისთვის აუცილებელი ელემენტი. ამიტომ ნუ დაინანებთ ფულს და იყიდეთ კარგი ტაფა, რომელიც სპეციალურად ბლინების ცხობისთვისაა განკუთვნილი.  ამით საგრძნობლად გაიმარტივებთ ცხოვრებას!

6. რაც შეიძლება ცოტა ზეთი! იმისთვის, რომ ბლინები გემრიელი გამოვიდეს, მათ "ზეთი არ უნდა გასდიოდეთ". დაიცავით ზომიერება - ზედმეტად ცხიმიანი საკვები არავის არგებს! ამასთან, ეს საგრძნობლად უკარგავს გემოს ბლინებს.

7. იმისთვის, რომ ბლინები ხილით კარგი გამოგივიდეთ, ხილის შიგთავსი მისი თვისებების გათვალისწინებით მოამზადეთ. მაგალითად: ვაშლი სასურველია მოხარშოთ ან მოთუშოთ ცოტაოდენ შაქართან და დარიჩინთან ერთად, სანამ ბლინებში ჩადებთ. ეს ეხება ყველა მაგარ ხილს.

8. სწორად გადაახვიოთ ბლინები - ეს მთელი ხელოვნებაა! ისწავლეთ გააკეთოთ უბრალო, მაგრამ გადამწყვეტი მოძრაობები და ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. განავითარეთ სიჩქარე და რეაქციის სისწრაფე - კარგი ბლინებისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება.

9. დანამეთ ტკბილი ბლინები ლიმონის წვენით - ეს საუკეთესო იდეაა! იგი ხაზს უსვამს ცომის დახვეწილ გემოს.

10. ნუ გასწევთ ეკონომიას წვრილმანებზე! თუ თქვენ ამზადებთ ბლინებს საუკეთესო და ახალი პროდუქტებისგან, მოსასხმელად აირჩიეთ ძვირადღირებული შოკოლადი ან საუკეთესო მურაბა. მოამზადეთ გულიანად, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

გამოიყენეთ ეს უბრალო რჩევები, რათა თქვენი საყვარელი კერძი გამორჩეულად გემრიელი გამოვიდეს. ბლინების ცხობა ყველას შეუძლია, გჯეროდეთ საკუთარი ძალების! ბლინები რომ გამოაცხოთ, ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ არის საჭირო, მხოლოდ ძალიან მოინდომეთ და წინ, სამზარეულოსკენ! 0

ავტორი: