02:23:31     25-03-2015
ბადრიჯანი არომატულ სუნელებში
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი
2
ხახვი
1 თავი
დაფქული ქინძი
1 ჩ.კ
მდოგვის ფხვნილი
1 ჩ.კ
დაფქული ძირა
1/2 ჩ.კ
პამიდორი
2 ცალი
ძმარი
2 ს.კ
ტომატ-პასტა
1 ს.კ
ოხრახუში
1 კონა
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი
50 გ
ზეთის ნაწილი ჩაასხით ტაფაში და გააცხელეთ. დაბრაწეთ
დაჭრილი ბადრიჯანი. ხშირად ურიეთ, რომ ყოველი მხრიდან თანაბრად შეიწვას.
დარჩენილ ზეთში მოშუშეთ ხახვი, შემდეგ დაამატეთ სუნელები, ტომატის პასტა და განაგრძეთ შუშვა რამდენიმე წუთი.
დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, ძმარი და განაგრძეთ შუშვა 5 წუთით, შემდეგ
დაამატეთ შემწვარი ბადრიჯანი. კარგად აურიეთ. წამოდუღების შემდეგ გადმოიღეთ
და დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში ან ქინძი, მარილი, პილპილი.
გემრიელი ტოსტებთან, სენდვიჩებში, თბილი ან ცივი.
0