შსს-მ კანონიერი ქურდი დააკავა შსს-მ კანონიერი ქურდი დააკავა />


  13:51:36     24-03-2015

შსს-მ კანონიერი ქურდი დააკავა

a35446.jpg

ე.წ. კანონიერი ქურდი, 37 წლის ზუგდიდელი ლევან მარღია, იგივე „ლევიკ ზუგდიდსკი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთშორისო აეროპორტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღიარებს ქურდულ სამყაროს და გარკვეული პერიოდიდან მისი წესების დაცვით ცხოვრობს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით).

ცნობისთვის,  ლევან მარღიას დეპორტირება რუსეთის სასამართლომ გადაწყვიტა. 

სასმართლომ მიიჩნია, რომ მას არა აქვს კანონიერი საფუძველი, იმყოფებოდეს რუსეთის ტერიტორიაზე.

0

ავტორი: