ყაჩაღური თავდასხმა ზესტაფონში, - დაჭრილია ერთი ადამიანი ყაჩაღური თავდასხმა ზესტაფონში, - დაჭრილია ერთი ადამიანი />


  14:13:50     23-03-2015

ყაჩაღური თავდასხმა ზესტაფონში, - დაჭრილია ერთი ადამიანი

a35423.jpg

ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ზესტაფონში. მურმან იჭვაიძის სახლში ხელკეტებითა და იარაღით შეიარაღებული 4 შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა.

დაჭრილია ოჯახის უფროსი, ის ეჭვმიტანილმა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ფაჭრა. გასროლის შემდეგ ოთხივე დამნაშავე მიიმალა. დაშავდნენ დაჭრილის მეუღლე და შვილიც. 

შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. ,,იარაღს ისროდნენ, ხელკეტებს გვირტყამდენ და გვეუბნებოდნენ ფული მოგვეცითო. არაფერი გვქონდა და ვერაფერიც ვერ მივეცით. დაშავებული ვართ ოჯახის ყველა წევრი, მამაჩემი კი მძიმედ არის", - აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი დავით იჭვანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 179- ე მუხლით აღიძრა. 


0

ავტორი: