11:44:57     23-03-2015
"ბავშვმა მითხრა, ზაზა ძიას შევყავარ და ამას მიკეთებსო“- 5 წლის გოგონაზე იძალადეს?
რატომ არ აკავებს პოლიცია 46 წლის მამაკაცს, რომელსაც მოქალაქე ნათია გიგაური მისი 5 წლის შვილზე განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში სდებს ბრალს?
ქალბატონი ამბობს, რომ თუ პოლიციამ მათივე მეზობელი ზაზა სოსიტაშვილი არ დააკავა სამართალს თვითონ აღასრულებს და მოძალადეს მოკლავს. ნათია გიგაური ჰყვება რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მისმა 5 წლის გოგონამ, მას შემზარავი ისტორიის შესახებ მოუყვა.
ნათია გიგაური: 11 თვის წინ დავქვრივდი, დამრჩა ორი ტყუპისცალი, რომელსაც ხშირად ვუტოვებდი ზაზას. ის ჩემი კარის მეზობელია. ერთხელაც ჩემმა გოგონამ მითხრა ზაზა ძიასი მეშინია. ბავშვმა მითხრა ზაზა ძიას შევყავარ და ამას მიკეთებსო... ჩემს ძმას სცემს, სახლიდან უშვებს და მარტო რომ ვრჩებით, „ზმეიკას“ იხსნის და ხელს მაკიდინებსო.შემზარავი ფაქტის გამოაშკარავებისთანავე დედამ მომხდარი მეზობეებს უამბეს, რომლებიც მამაკაცს ზიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთმა მეზობელმა კი სანზონაში, კარდიოლოგიურ კლინიკაში სადაც ოჯახი ცხოვრობს, საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, ზაზა დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ისინი ეჭვობენ, რომ პოლიცია მოძალადეს მფარველობს, რადგან ის სამართალდამცავთა ინფორმატორია.
„ამ ხალხს ტელევიზორიც კი არ აქვს, რომ მსგავსი რამ ტელევიზიით ენახა და
მოეტყუებინა“,- აცხადებენ მეზობლები.
ნათია გიგაურის განცხადებით კი გოგონას საცვალზე აღმოაჩინა სპერმის კვალი.
„გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ აწვალებდა და აიძულებდა ჩემს
გოგონას ხელი მოეკიდა მის სასქესო ორგანოზე. ტრუსზე თეთრი ლაქები ვნახეთ.
საცვალი ექსპერტიზაზე წაიღეს. ბავშვი მიყვება, რომ სანამ ოთახში შეიყვანდა
კამფეტებით, „მანიკურებით“ ასაჩუქრებდა. ბავშვი შოკირებული, დაშინებულია.
მეც მეშინია, რადგან რამე არ დაუშავოს ჩემ შვილებს. ეუბნებოდა თურმე თუ
რამეს იტყვი, დედაშენს, შენ და შენ ძმას ერთ საწოლში ამოგხოცავთო. პირადად
მე მისი არ მეშინია, რადგან ნაჯახით დავეძებ. სამართალს ვერ ვპოულობ და
მირჩევნია მე აღვასრულო სამართალი“,- ამბობს 5 წლის გოგონას დედა.
ნათიას მეზობლების თქმით, ზაზა კვლავინდებურად თავისუფლად დადის სანზონას მიმდებარე ტერიტორიაზე.
„ზაზას მხრიდან ბავშვებზე ხელის წამორტყმა, მოფერება თურმე ადრეც ჰქონია ამ დასახლებაში ადგილი. 2 წლის წინ ამიტომ გააძევეს კიდეც დასახლებიდან. 7 თვის მერე კვლავ დაბრუნდა, უთქვამს მონასტერში ვიყავი და მოვინანიეო. ახლა კი ეს ჩაიდინა. პოლიცია კი მას მფარველობს, რადგან ყველამ იცის რომ ის პოლიციელების ინფორმატორია“,- აღნიშნავენ გიგაურების მეზობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მამაკაცი მოწმის სტატუსით დაიკითხა. გამოძიება კი 141-ე მუხლით მიმინარეობს, რაც 16 წლამდე მოუღწეველთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.
0