11:12:34     21-03-2015
ზუგდიდში ბიზნესმენი და მისი შვილი ცხელი უთოთი აწამეს
5 ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ბიზნესმენ თემურ თორდიას ოჯახს თავს დაესხა. შემთხვევა გვიან ღამით, ზუგდიდში მოხდა. სასტიკად ნაცემია თავად ბიზნესმენი და მისი ვაჟიშვილი, ვასიკო თორდია.
ყაჩარური ჯგუფის წევრებმა ოჯახის უფროსს ცხელი უთოთი მრავლობითი დამწვრობა მიაყენეს სხეულზე, რის შემდეგაც 3 ათასი ლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.
ოჯახის წევრთა განცხადებით, ყაჩაღური ჯგუფი ოჯახისგან ძვირფასეულობას და 40 000 დოლარს ითხოვდა. მათ ოჯახი მას შემდეგ დატოვეს რაც თემურ თორდიას წამებისგან გული წაუვიდა.
ორივე დაზარალებული წუხელ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ვასიკო თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თემურ თორდიას მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი „პრესა.ჯი“-ს უთხრეს, რომ საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყებაში ამ დრომდე არაფერს ამბობენ დამნაშავეების შესახებ.
0