კახეთში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს კახეთში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს />


  10:16:12     20-03-2015

კახეთში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს

a35375.jpg

მორიგი მკვლელობა კახეთში, სოფელ გურჯაანში 25 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც "პრესა.ჯი"-ს გურჯაანიდან აცნობეს, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

ეჭვმიტანილმა მოკლულს ცივი იარაღით  სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. მძიმედაა დაჭრილი გარდაცვლილი გია ჩუგოშვილის მამა. 

ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.

შს სამინისტროში კი "პრესა.ჯი"-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

პოლიციისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, როგორც უწყებაში აცხადებენ მის დასაკავებლად ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

0

ავტორი: