01:52:40     20-03-2015
იტალიაში 12 ქართველი ძარცვის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში ძარცვის ბრალდებით 12 ქართველი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, დაკავების ოპერაცია ფლორენციისა და ემპოლის პოლიციამ ჩაატარა. დაკავებულები ტოსკანასა და სხვა რეგიონებში საცხოვრებელი ბინების ქურდობის სერიაში არიან ეჭვმიტანილები.
პოლიციის ინფორმაციით, მძარცველები მომვლელებს იყენებდნენ
ჯაშუშებად, რომლებიც დამნაშავეებს ინფორმაციას აწვდიდნენ. დაკავებულთა
შორის ორი მომვლელიცაა. კიდევ ორ მძარცველს ამ დრომდე ეძებენ.