12:06:00     12-03-2011
სალმან რუშდი სერიალის სცენარს დაწერს
სალმან რუშდი ტელეარხ “Showtime” – ის სერიალის სცენარისტობას აპირებს. ამის შესახებ “დედლაინი” იუწყება. პროექტის დეტალები, ჯერჯერობით, გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სერიალი ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს შეეხება.
“Showtime” საკაბელო არხია და ტელეფილმებსა და სერიალებზეა ორიენტირებული. ამ დროისათვის, არხი ისეთ ტელეშოუებს უჩვენებს, როგორიცაა “კალიფორნია,” “ტარას შეერთებული შტატები” და სხვა. ამ უკანასკნელის სცენარმა, რომლის ავტორიც დიაბლო კოდია, “ოსკარი” მიიღო.
სელმან რუშდი დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. 2007 წელს, მას ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდება გადაეცა. რუშდი მრავალრიცხოვანი ლიტერატული პრემიების მფლობელია.
საქვეყნო დიდება მას 1989 წელს გამოცემულმა წიგნმა “სატანურმა ლექსებმა” მოუტანა. მუსულმანთა უმრავლესობამ რომანს მკრეხელური უწოდა, ხოლო ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინმა რელიგიური ბრძანებულება გამოსცა, სადაც მწერლის მოკვლა “საღვრთო საქმედ” გამოაცხადა.
0