15:28:01     17-03-2015
საქართველოს გენერალურ კონსულს მეგობარი გოგონას ცემაში ადანაშაულებენ

სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსული ირაკლი ასაშვილი სკანდალში გაეხვა. თურქული გამოცემა "ჰურიეტი" წერს, რომ მაღალჩინოსანმა მეგობარი გოგონა ცემა. გამოცემა ირწმუნება, რომ ირაკლი ასაშვილმა მოლდოველ პარტნიორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შედეგად გოგონას სახეზე პლასტიკური ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
"ვიკამათეთ, ასაშვილმა ყვირილი და ცემა დამიწყო. ცხვირში დამარტყა.
ვიგრძენი რომ ძვალი გატყდა, იმდენად მაქვს დაზიანებული ცხვირი, რომ
პლასტიკური ქირურგის ჩარევა მჭირდება", - განაცხადა საავადმყოფოში მყოფმა
მოლდოველმა გოგონამ.
„ჰურიეტის“ ინფორმაციით, წყვილი ორი წელია ერთად ცხოვრობს. ბოლო თვეების
განმავლობაში კი მათ ურთიერთობა დაეძაბათ.
როგორც გაზეთებიდან ირკვევა, გოგონა მოლდაველია და ის სტილისტად მუშაობდა. გამოცემა წერს, რომ ამჯერად მათ ჩხუბი სახლში მოუვიდათ, გოგონა კი იმდენად ნაცემია, რომ მას სერიოზული პლასტიკური ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება: „გოგონა ისეთი ნაცემია, პლასტიკურ ქირურგებსაც კი გაუჭირდებათ, ისევ ისეთი გახდეს, როგორიც იყო.მას ცხვირიც გატეხილი აქვს "-წერს თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი " ჰურიეთი".
„პრესა.ჯი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში
უარყოფენ თურქულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს
კონსულმა ახალგაზრდა ქალი ცემა.
„პრესა.ჯი“ თავად კონსულს ესაუბრა.
- მეგობარი ქალის ცემაში დაგადანაშაულათ გავლენიანმა გამოცემამ, რისი თქმა შეგიძლიათ ამ საკითხზე?
- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.რაც შეეხება იმ ქალბატონს, ვადასტურებ რომ ჩემი მეგობარია. ახლაც გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. თავადაც აღშფოთებულია ამ სტატიით და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ერთობლივ რეაგირებას მოვახდენთ.
- რაში გამოიხატება რეაგირება?
- გაზეთის რედაქციას მივმართავთ და გავარკვევთ, საერთოდ რატომ დაიწერა ეს მასალა და საიდან აქვს ასეთი ინფორმაცია ჟურნალისტს.
0