21 წლის სპორტსმენი თავის პიტბულს მაწანწალა ძაღლების დაგლეჯით ავარჯიშებს 21 წლის სპორტსმენი თავის პიტბულს მაწანწალა ძაღლების დაგლეჯით ავარჯიშებს />


  14:12:22     17-03-2015

21 წლის სპორტსმენი თავის პიტბულს მაწანწალა ძაღლების დაგლეჯით ავარჯიშებს

a35333.jpg

21 წლის თელაველ სპორტსმენს არჩილ შაშურაშვილს ჯარიმა ან 2 წლიანი სასჯელი ემუქრება. საქმე ეხება მის მიერ ჩადენილ ქმედებას. როგორც გაირკვა, სპორტსმენი თავის პიტბულს მაწანწალა ძაღლების დაგლეჯით ავარჯიშებს.

„იბრძოლა ბიჭმა, ცოცხალი ხორცის და სისხლის გემო გაუგო“,- წერს ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქსზე“ და მინაწერს ფოტოსურათებს ურთავს, რომელშიც ასახულია, თუ როგორ დააგლეჯინა მან თავის ამერიკულ პიტბულს მაწანწალა ძაღლი.  


სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი მსგავსი ქმედება დასჯადია. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართალის კოდექსის მუხლი 259-ს მიხედვით ისჯება, რაც ითვალიწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ)არაერთგზის; გ)მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

„პრესა.ჯი“ შუშარაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა სპორტსმენი ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის.

მომხდართან დაკავშირებით კი ის შემდეგ სტატუსს აქვეყნებს. (სტილი დაცულია) „ წვერი რატომ გაშვებული ის რატომ არ გაინტერესებთ? ამდენი უაზროდ დაკარგული ვაჟკაცი ხალხი ჩვენს გვერდით!!! სად წავიდნენ ის საქართველოს შვილები თქვენს გამო, თქვენი ცოდვების გამო საკუთარი სიცოცხლით რომ გადაიხადეს!!! ბლიად რას გელაპარაკებით, თქვენგან ეს ყველაფერი შორსაა. მასე გალიაში ლომს ლაგატკით კლავენ. მთავარია ლომთან ვის შეუძლია შებრძოლება!!! ერთი კაცი იპოვეთ ჩემგან დაჩაგრულისაზოგადოებაში!!! და სახალხოდ ვიხდი ბოდიშს. და როცა გაირკვევა ამ საქმეში ჩემი უდანაშაულობა ყველამ თქვენი ბოდიში ერთ ადგილას გაიკეთეთ!!! აღარ მინდა რაღაც არაკორექტულად დავწერო“,- წერს შაშურაშვილი.

0

ავტორი: