ახალი დეტალები დიღომში მომხდარი ფაქტის შესახებ ახალი დეტალები დიღომში მომხდარი ფაქტის შესახებ />


  12:04:17     17-03-2015

ახალი დეტალები დიღომში მომხდარი ფაქტის შესახებ

a35331.jpg

"პრესა.ჯი"-სთვის დიღომში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდა ცნობილი.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, 33 წლის რობერტ ოსკანიანია. ის ტექნიკის მაღაზია "არაის" თანამშრომელი იყო და მარჯანიშვილზე მდებარე მაღაზიას მართავდა.  


კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. გარდაცვლილის თანამშრომლებს უჭირთ თვითმკვლელობის მოტივის შესახებ საუბარი. "ვერ ვხსნით რატომ შეიძლებოდა 33 წლის ახალგაზრდა კაცს თავი მოეკლა",- უთხრეს "პრესა.ჯი"-ს კომპანიაში.

დილით "პრესა.ჯი"-მ გაავრცელა ინფორმაცია დიღომში მომხდარი ფაქტის შესახებ. გარდაცვლილის მეზობელი გვიყვებოდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მას ორი ტყვია, გულისა და თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი. შს სამინისტრში კი განგვიცხადეს, რომ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია.

0

ავტორი: