19:56:16     16-03-2015
სწრაფი "პეჩენიები" ტაფაზე
ინგრედიენტები:
ფქვილი
1.5 ჭიქა
შაქარი
1/3 ჭიქა
ზეთი
2 ს.კ
არაჟანი
1/3 ჭიქა
კვერცხის გული
1
სოდა
1/2 ჩ.კ
შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი, ზეთი და კვერცხის გული.
დაამატეთ შაქარი, აურიეთ, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და სოდა. მივიღებთ
პრიალა, რბილ ცომს. მივცეთ ძეხვის ფორმა და დავჭრათ 2 სმ სისქის რგოლებად.
მივცეთ ფორმა, მსუბუქად დავაბრტყელოთ, ისე რომ 1 სმ-ზე სქელი არ იყოს,
თორემ ცუდად გამოცხვება.
გამოვაცხოთ მშრალ ტაფაზე, როემლიც არ იკრავს,
ძალიან დაბალ ცეცხლზე, ორივე მხრიდან. ცეცხლი თუ მაღალი იქნება, შიგნიდან
გამოცხობას ვერ მოასწრებს, გარედან კი დაიწვება.
ცომს გემოვნებით შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა სანელებელი: ვანილი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, ლიმონის ცედრა, ასევე ქიშმიში და სხვა.
0