ინგრედიენტები:
ქათმის ნაჭრები
1 კგ
კარტოფილი
3-6 ცალი, ზომის მიხედვით
ზეთისხილი
1/2 ჭიქა
ნიორი
4 კბილი
მარილი და პილპილი
თეთრი ღვინო
1 ჭიქა
ძმარი ბალზამიკი
1 ს.კ
თაფლი
1 ს.კ
ქონდარი
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შებრაწეთ ქათმის ნაჭრები.
ამოიღეთ და მის ნაცვლად ტაფაში ჩაუშვით დაჭრილი კარტოფილი და ნიორი.
დაბრაწეთ საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ქათმის ნაჭრები უკან ჩააბრუნეთ,
დაამატეთ ზეთისხილი, ქონდარი, მარილი და პილპილი. ცალკე აურიეთ ძმარი,
თაფლი და ღვინო. დაამატეთ ქათამს, დაახურეთ თავზე და შუშეთ სანამ ხორცი
ბოლომდე არ მომზადდება.
0