რუსეთში ძარცვის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს რუსეთში ძარცვის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს />


  18:50:00     11-03-2015

რუსეთში ძარცვის ბრალდებით რამდენიმე ქართველი დააკავეს

a35253.jpg

მოსკოვის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  რამდენიმე ქართველი დააკავეს.დაკავებულებს წაყენებული აქვთ ბრალდება, რომელიც გულისხმობს კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს.

რუსული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაკავებულები ჩართულები იყვნენ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების კლიენტების ძარცვაში.

“33-დან 40 წლამდე ასაკის ეროვნებით ქართველები მოსკოვის წრიული საავტომობილო გზიდან 5 კილომეტრში დანაშაულის ჩადენის მცდელობის დროს დააკავეს. გამოვლენილია შვიდ მსგავს დანაშაულში მათი მონაწილეობა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მთლიანი ზარალი წინასწარი მონაცემებით 30 მილიონ რუბლს აჭარბებს” , – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.


0

ავტორი: