11 ყაჩაღობა ერთ ღამეში - ვინ დაესხა თავს ბენზინგასამართ სადგურებს? 11 ყაჩაღობა ერთ ღამეში - ვინ დაესხა თავს ბენზინგასამართ სადგურებს? />


  23:46:13     08-03-2015

11 ყაჩაღობა ერთ ღამეში - ვინ დაესხა თავს ბენზინგასამართ სადგურებს?

a35227.jpg

მასშტაბური ყაჩაღური თავდასხმები ბენზისნგასამართ სადგურებზე-გვიან ღამით ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს.

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს, თუმცა როგორც ადილობრივი პერსონალი აცხადებს, მათი ინფორმაციით გვიან ღამით იგივე შემთხვევა კიდევ 10 ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. 

ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ "ვიზოლის" ბენზინგასამართ სადგურზეც, სადაც ყვებიან, რომ მათ გვიან ღამით მათ 2 შეიარაღებული ნიღბიანი პირი დაესხა თავს. წაღებული თანხისა და ზარალის ოდენობაზე საუბრისგან კომპანიის წარმომადგენლები თავს იკავებენ.  


0

ავტორი: