შსს: ჭუბერის ცენტრში მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა შსს: ჭუბერის ცენტრში მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა />


  19:41:28     05-03-2015

შსს: ჭუბერის ცენტრში მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

a35198.jpg

სვანეთში,  სოფელ ჭუბერის ცენტრში მკვლელობა მოხდა.  1987 წელს დაბადებული ლევან ჩხეტიანი საკუთარმა მეზობელმა მირიან ნარსავიძემ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობა ჭუბერის ცენტრში დაახლოებით 14.00 საათზე მოხდა.

შს სამინისტროს განცხადება: 

"შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მირიან ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ჭუბერში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მირიან ნ-მ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, საკუთარ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1986 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)".

   0

ავტორი: