02:08:11     05-03-2015
ია სუხიტაშვილი "ოსკარზე" მიწვეულ სტუმართა სიაში არ ყოფილა - "ეტყობა, სხვა გზით აპირებდა დასწრების უფლების მოპოვებას"
22 თებერვალს ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. "ოსკარისკენ" მიმავალ გზაზე "მანდარინების" გუნდს უამრავი სირთულე გადახდა თავს. რაც შეეხება ია სუხიტაშვილს, მან ცერემონიაზე დასწრება საერთოდ ვერ მოახერხა, თუმცა, როგორც ფილმის რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ჟურნალ "სარკესთვის" მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, სუხიტაშვილი მიწვეულ სტუმართა შორის არც კი ყოფილა.
"სარკე":
ამერიკაში თქვენი გამგზავრების წინ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ ღიად
გამოთქვა პრეტენზია კულტურის სამინისტროს მიმართ, რომ მათ ეს აღიარება
ჯეროვნად ვერ დააფასეს და სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს ჯგუფის ფინანსური
მხარდაჭერა. იზიარებთ მის პოზიციას?
ზაზა ურუშაძე: მე არავითარი პრეტენზია არ
მაქვს. ფილმი
"ოსკარზე" ესტონეთმა წარადგინა და შესაბამისად, პიარკამპანიის თანხებიც ამ
ქვეყანამ გაიღო. ცერემონიალზე ქართველი მსახიობების წაყვანა რომ
გადავწყვიტე, თვითონ ვთხოვე ქართულ მხარეს, რომ გზისა და დღიური ფული
გამოეყოთ, დანარჩენს ესტონური მხარე აანაზღაურებდა. გიორგი სულ სხვა რამეს
გულისხმობდა. მას სურდა, რომ სახელმწიფოს იმაზე მეტი ყურადღება გამოეჩინა,
ვიდრე გამოიჩინა.
"სარკე": ია სუხიტაშვილი რატომ
აღმოჩნდა წითელი ხალიჩის მიღმა? ყველა ელოდა, რომ ცერემონიალს დაესწრებოდა,
საქართველოში კაბა სპეციალურად შეუკერეს...
ზაზა ურუშაძე: არ
ვიცი, იას ამბავი ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, რადგან საუბარი იყო ჩვენ სამზე
- ჩემსა და მსახიობებზე. მე არ დავპირებივარ იას, რომ ცერემონიალს
დაესწრებოდა. ეტყობა, სხვა გზით აპირებდნენ დასწრების უფლების მოპოვებას.
sana.ge
0