12:55:13     04-03-2015
თბილისში 2 მაღაზია გაქურდეს
კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ტექნიკისა და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს გუშინ თბილისში. ობიექტების მეპატრონეთა განცხადებით, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
"წაღებულია როგორც ტექნიკა, ისე ტანსაცმელის გარკვეული რაოდენობა",- აცხადებენ ისინი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველი ორგანოები. მაღაზიებში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და შიგნით მეპატრონეებსაც არ უშვებენ.
0