12:56:48     03-03-2015
კუდის ყოფილი თანამშრომელი დაჭრეს
გვიან ღამით, ზუგდიდში კუდის ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ფიფია დაჭრეს. მას სამი შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა და ფეხის არეში ცივი იარაღით დაჭრა.
თავდასხმა ზუგდიდის IV საშუალო სკოლასთან მოხდა.
ბოლო ინფორმაციით, ფიფია საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმას იქვე მდგებარე სამრეცხაოს თანამშრომლები შეესწრენ, რომლებიც პოლიციაში დაკითხეს.
ზუგდიდში საუბრობენ, რომ თავდასხმა, ფიფიას სამართალდამცავ უწყებებში საქმიანობას უკავშირდება, ინციდენტის მომენტში, თავდამსხმელები ფიფიას უყვიროდნენ, რომ „მათი დრო მოვიდა“ და ყველას პასუხს აგებინებდნენ.
დაჭრილი ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ცოლის ძმაა. ფიფიას დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძება უკვე დაიწყო. საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ირაკლი ფიფიას მომხდართან დაკავშირებით დღეს დაკითხავენ.