10:22:21     03-03-2015
შუახევში 17 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
შუახევში 17 წლის ბიჭი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახლობლები ჰყვებიან, რომ ბიჭს დედ–მამაც გარდაცვლილი ჰყავს. ადგილობრივები მშობლების ტრაგიკულად გარდაცვალებას უკავშირებენ ბიჭის თვითმკვლელობას.
ახალგაზრდას ბებია და ბაბუა ზრდიდა, მას და-ძმა ჰყავს. ახლობლების თქმით, გარდაცვლილის მამაც სწორედ ამ ადგილზე იპოვეს ჩამომხრჩვალი, დედა კი ავარიის შედეგად დაიღუპა.
ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
0