ქარელში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ქარელში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა />


  12:09:31     02-03-2015

ქარელში დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

a35122.jpg

მიმდინარე წლის 17 თებერვალს ქარელში მძიმედ დაჭრილი გიგა კურტანიძე გონსმოუსვლელად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

11 დღის წინ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე პირველი საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 1996 წელს დაბადებულმა ნ.ხ-მ გულის არეში ცივი იარაღით დაჭრა.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

 ბრალდებული  პოლიციამ შემთხვევიდან 2 საათში დააკავა.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მის წინააღმდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით აღიძრა, რომელიც 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

0

ავტორი: