სალომე ჭაჭუას ახალი, უკრაინელი პარტნიორი ჰყავს – "დავინახე ლამაზი გოგონა საქართველოდან, მომეწონა და მივწერე" სალომე ჭაჭუას ახალი, უკრაინელი პარტნიორი ჰყავს – "დავინახე ლამაზი გოგონა საქართველოდან, მომეწონა და მივწერე" /> "/> " />


  04:39:53     01-03-2015

სალომე ჭაჭუას ახალი, უკრაინელი პარტნიორი ჰყავს – "დავინახე ლამაზი გოგონა საქართველოდან, მომეწონა და მივწერე"

a35105.jpg

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა "პროფილში" ახალ მეწყვილესთან ერთად გამოჩნდა და საზოგადოებასაც მორიგი საჭორაო თემა მიეცა. როგორც ცნობილია, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია სალომეს და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ. გადაცემის შემდეგ კი სოციალური ქსელების მომხმარებლები სალომეს ცხოვრებაში უკრაინელი მაქსიმის გამოჩენას განიხილავენ, რომელიც საქართველოში საგანგებოდ სალომესთვის ჩამოვიდა.

მაია ასათიანის კითხვაზე, თუ როგორ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი, სალომემ უპასუხა:

"მოცეკვავეები როდესაც ვეძებთ მეწყვილეს, არის ასეთი საიტები ცეკვის, სადაც ათავსებ შენს რეგალიებს, ვინ ხარ, რა კლასი გაქვს... ორი საიტი არსებობს ასეთი, მე როგორც ვიცი. იქ უთითებ შენს მეილს, ტელეფონის ნომერს და ა.შ. მაქსმა გადაწყვიტა, რომ მოეწერა მესიჯის სახით, ანუ ტელეფონზე. ისე მოხდა, რომ მე მისი ცეკვის ვიდეოები ვერ ვნახე. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხე. მან მომწერა, რომ მეც ვეძებ მეწყვილეს და გავაკეთოთ ცეკვის "პრობიო", - აღნიშნა სალომემ.

მაქსს უკვე საქართველოში ცხოვრების უფლება აქვს და მიაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანია, ვინაიდან სალომეს მსგავსი მეწყვილე იპოვნა.

"წელიწადი ვიყავი მეწყვილეს გარეშე, მერე ეს მომბეზრდა და შევედი საიტზე, დავინახე ლამაზი გოგონა საქართველოდან, მომეწონა. პირველი ეს იყო რაც შევნიშნე, ვნახე ნომერიც ეწერა, მივწერე ესემესი და სამი დღე არ მიპასუხა. მივწერე, მე ვარ მაქსიმი უკრაინიდან, ვცეკვავ ამდენი წელია, ჩვეულებრივი ინფორმაცია ჩემს შესახებ. სულ ეს იყო, ორი თუ სამი დღე გავიდა და დამავიწყდა კიდეც ეს ესემესები. სამი დღის შემდეგ მოვიდა პასუხი. ზუსტად არ მახსოვს რა მომწერა. "ბოდიში, ესემესებმა დიდხანს ვერ მოაღწია შენამდე", - თუ რაღაც ამდაგვარი.

პირველივე ჩამოსვლაზე თავი ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. არ ვიცი, ასე მიმიღეს. ამბობენ, ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიანო და ეს მართალი აღმოჩნდა. მიმიღეს როგორც შინაური. ბევრი არ მიფიქრია, მოვსინჯეთ ორ დღეში, ოთხი დღის შემდეგ კი ჩემოდნებით ჩამოვედი. აქ ცხოვრების უფლება მაქვს უკვე.

ძალიან ძალიან გაგვიმართლა. ყველაფერი კარგი შემთხვევით ხდება ცხოვრებაში. ასეც მოხდა... როცა ჩამოვედი და სალომესთან ერთად ქუჩაში გავედი, ვერც მივხვდი, რა ხდებოდა... ჩემთვის არავის აუხსნია, ვინაა ეს გოგონა, რას წარმოადგენს. ასე გამოვიდა, ძალიან ირბლიანი ვარ", - აღნიშნა მოცეკვავემ.

საუბრის დასასრულს სალომემ და მაქსიმმა სექსუალური ცეკვა შეასრულეს. 0

ავტორი: