ვინ დააკავეს ნანა გიგლემიანის გარდაცვალების ფაქტზე? ვინ დააკავეს ნანა გიგლემიანის გარდაცვალების ფაქტზე? />


  21:16:45     27-02-2015

ვინ დააკავეს ნანა გიგლემიანის გარდაცვალების ფაქტზე?

a35093.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს ქალაქ ქუთაისში 19 წლის ნანა გიგლემიანს 1990 წელს დაბადებული გიორგი ი. დაეჯახა, რის შემდეგაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც "პრესა.ჯი"-ს სამინისტროდან აცნობეს, ეჭვმიტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს მისი მართვის ქვეშ მყოფი „გაზ-53“–ის მარკის სატვირთო ავტომობილით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს – 19 წლის ნანა გიგლემიანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ სხვა სახის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ „გაზ 53“-ი მოდელის სატვირთო ავტომობილზე არსებული დაზიანებებით, თავად მძღოლის, მისი მგზავრების და სხვა უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით. ასევე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტრასოლოგიური და კომპლექსური ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექვსი სხვადასხვა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერების გაშიფრვით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპულატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით)",- აღნიშნულია განცხადებაში. 
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ ნანას ქალბატონი დაეჯახა, რომლსაც მათი ეჭვით პოლიცია მგარველობს.  0

ავტორი: