“კრისტიან დიორი” ჯონ გალიანოს გარეშე “კრისტიან დიორი” ჯონ გალიანოს გარეშე />


  11:05:14     11-03-2011

“კრისტიან დიორი” ჯონ გალიანოს გარეშე

a4081.jpg

სამოდელო სახლ “კრიასტიან დიორის” კრეატიული დირექტორის ჯონ გალიანოს ადგილზე, შესაძლოა, 38 წლის რიკარდო ტიში დაინიშნოს. გალიანო, როგორც ცნობილია, 1 მარტს სკანდალური ანტისემიტური გამოსვლების გამო იქნა განთავისუფლებული. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება, Style.com – ის რედაქტორის, დერეკ ბლასბერგის მიერ, ტვიტერზე დადებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

სამოდელო სახლს, ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. თავად ტიშიმ, ორი დღის წინ, პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი ახალი კოლექცია წარმოადგინა. მისი შემოქმედების ერთერთი ნიმუში, მცირე ხნის წინ, მთელი მსოფლიო პრესის განხილვის საგანი გახდა. კეიტ ბლანშეტი, “ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალზე, “Givenchy” - ის ეფექტურ კაბაში გამოცხადდა.

 

ჯონ გალიანო “დიორში” 1996 წლიდან მუშაობდა. თუმცა, ცნობილი სკანდალის შემდეგ, მოდის სახლმა ის სასწრაფოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. გალიანოს მიერ, “დიორისთვის” შექმნილი კოლექციის უკანასკნელი ჩვენება არტ-დირექტორის გარეშე წარიმართა. როგორც ამბობენ, ამ დროს გალიანო ერთერთ კლინიკაში იმყოფებოდა. 
0

ავტორი: