16:12:38     26-02-2015
ჩაატარეთ ორგანიზმის "გენერალური წმენდა" საგაზაფხულოდ!
ეს 10 პროდუქტი დაგეხმარებათ, რომ საგაზაფხულოდ ორგანიზმს "გენერალური წმენდა ჩაუტაროთ!
ლიმონი
გარდა იმისა, რომ მასში შემავალი C
ვიტამინი ვირუსების საწინააღმდეგო სუპერ-იარაღია, იგი ორგანიზმს ეხმარება
ტოქსინები წყალში ხსნად ფორმებში "დააკონვერტიროს", შესაბამისად, უფრო
ადგვილად გამოაძევოს. ლიმონი ასევე ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას და წმენდს
სისხლს.
ჭარხალი
ვიტამინების ნამდვილი ბომბია!
ის აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს მენიუში. მასში ბევრია ბეტა-კაროტინი,
მაგნიუმი, თუთია, რკინა, C, B3 და B6 ვიტამინები. ის ეხმარება ნაღვლის
ბუშტსა და ღვიძლს ტოქსინების რღვევაში, უჯრედისი კი აუმჯობესებს საკვების
მონელებას და ნარჩენების ლიკვიდაციას. უმჯობესია გამოიყენოთ უმი სახით,
მწვანილით და ლიმონის წვენით.
ვაშლი
მასში
შემავალი პექტინი ორგანიზმს მზიმე მეტალებთან ბრძოლაში ეხმარება. მაგრამ ნუ
იყიდით იდეალურ, ლამაზ და მადისაღმძვრელ ვაშლს -ისინი სწორედ იმ
ნივთიერებებს მალავენ, რისგან გათავისუფლებაშიც წესით უნდა დაგვეხმარონ.
მწვანე ბოსტნეული
მათში დიდი რაოდენობით ქლოროფილი შედის, რაც ორგანიზმს მძიმე მეტალების, ტოქსინების, ჰერბიციდების და პესტიციდებისგან ათავისუფლებს.
ნიორი
ის
ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა. მისი მიღებისას ორგანიზმი
გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომელიც ეხმარება საკვების მომნელებელი სისტემის
ტოქსინებისგან გაფილტვრაში.
ზღვის წყალმცენარეები
მათში უდიდესი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა, თუთია, მარგანეცი, ნიკელი, კობალტი...
მწვანე ჩაი
მის
სიკეთეზე ყველას სმენია. ჩაიში შემავალი კატეხინები ღვიძლის მუშაობას
აუმჯობესებს და ორგანიზმს სითხის ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება,
ყავისგან განსხვავებით.
სტაფილო
ის ასუფთავებს
კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. განსაკუთრებით კარგია, თუ წინა დღეებში შემწვარი და
მძიმე საკვები დიდი რაოდენობით მიირთვით. მისი მიღება რეკომენდირებულია
უმი სახით. სტაფილოსთან ერთად კარგი იქნება მიირთვათ წითელი ხახვი, თეთრი
ქიშმიში, მოხარშული შავი ან წითელი ლობიო. A ვიტამინი რომ უკეთ შეითვისოს
ორგანიზმმა, სტაფილოს ცოტაოდენი ზეთი დაამატეთ
ქატოს ფაფა
ნაწლავების არაჩვეულებრივი გამწმენდია. თუმცა თუ კუჭის პრობლემები გაქვთ,
ქატოს სიფრთხილით მოეკიდეთ. ამ ფაფის დასამზადებლად ქატო უნდა შეურიოთ სხვა
და სხვა ფანტელს (შვრიის, წიწიბურის, ბრინჯის) პროპორციით 1:1. დაასხით
წყალი და მოხარშეთ თხელი ფაფა. მიირთვით საუზმეზე, სადილად და ვახშმად
მარილისა და შაქრის დამატების გარეშე.
ოსპი
უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. განსაკუთრებით კარგია მათთვის,
ვინც არაჯანსაღად და დაუბალანსებლად იკვებება, ან მკაცრ დიეტაზეა.
შეგიძლიათ მიირთვათ წყალზე მოხარშული ოსპის პიურე ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით
და მარილით.
0