მკვლელობა კახეთში - მრავალჯერ ნასამართლევმა შვილმა მამა მოკლა მკვლელობა კახეთში - მრავალჯერ ნასამართლევმა შვილმა მამა მოკლა />


  14:58:45     26-02-2015

მკვლელობა კახეთში - მრავალჯერ ნასამართლევმა შვილმა მამა მოკლა

a35070.png

სამართალდამცავებმა 43 წლის მამაკაცი დააკავეს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, რომელსაც მამის მკვლელობა ედება ბრალად. მკვლელობა გვიან ღამით მოხდა.

დაკავებულმა საკუთარ მამას 1939 წელს დაბადებულ ჯიმშერ არსენიშვილს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც მოხუცი  ადგილზე გარდაიცვალა. მას   მრავლობითი დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.  

 არსენიშვილი გარდაცვლილის ცხედარი დილით მეზობლებმა იპოვეს. 

მეზობლების განცხადებით,  ეჭვმიტანილი ხშირად სვამდა და მამაზე ფიზიკურად ძალადობდა.  

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.  

შს სამინისტროს განცხადება: 

"შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვასილ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1939 წელს დაბადებულ ჯიმშერ ა-ს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ჯიმშერ ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვასილ ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)".

0

ავტორი: