11:04:22     11-03-2011
რა აკავშირებს ჯულიანა მურს სარა პეილინთან?
ჯულიანა მური ალიასკის ექსგუბერნატორის, სარა პეილინის როლს შეასრულებს. ფილმი, სახელწოდებით “Game Change” 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებს შეეხება და ამერიკულ საკაბელო ტელევიზია “HBO” – ზე გამოვა.
როგორც ცნობილია, სარა პეილინი, რომლის “უცნაური” ერუდიცია ლამის ლეგენდად იქცა, წინასაარჩევნო მარათონში ჯონ მაკკეინთან ერთად მონაწილეობდა, როგორც ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი.
მოგვიანებით, პეილინს გუბერნატორობის პოსტიდან ვადაზე ადრე წასვლა მოუწია და საკუთარი პოლიტიკური კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. ფიქრობენ, რომ მან, შეიძლება, მონაწილეობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს.
ვინ შეასრულებს 2008 წლის კამპანიის დანარჩენ მონაწილეთა როლებს, ცნობილი არ არის. Pპეილინი, უფრო ადრე ერთერთი ტელეფილმის გმირიც გახდა, რომელმაც მაყურებლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
0