16:38:06     25-02-2015
რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე?
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური თბილისის ფოთისა და სენაკის ქუჩებში დაფიქსირებულ რუსულნომრიანი სამხედრო მანქანების საკითხს გამოეხმაურა. წიკლაურის ინფორმაციით, რუსული სამხედრო მანქანა სენაკის ტერიტორიაზე რეზერვისტთა სამხედრო ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ნუგზარ წიკლაური: "რუსმა მძღოლმა პირდაპირ ჰკითხა მოქალაქეებს, თუ სად მდებარეობს ეს სამხედრო ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა სვლა. საგულისხმოა, რომ საპატრულო მანქანა, რომელიც რუსულ ნომრიან მასალას შეხვდა, არც კი დაინტერესებულა თუ რა მიზნით გადაადგილდებოდა ეს მანქანა და არც კი უკითხავს მისი იქ ყოფნის მიზანი. ფაქტია, რომ ოკუპანტი სამხედრო ძალები უკვე უკონტროლოდ გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამას, გუშინ, გავრცელებული ფოტოებიც ადასტურებს, ასევე ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო მანქანები დარიალის ხეობაში გადაადგილდებოდნენ.
გუშინ და დღეს ჩვენ. ამასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მთავრობის აბსურდული განცხადებები, რომ ეს მანქანები ჩამოყვანილია სათადარიგო ნაწილებად დაშლის მიზნით, რაც პირდაპირ თვალებში ნაცრის შეყრაა ქართული საზოგადოებისათვის. მოვითხოვთ თავდაცვის მინისტრ ჯანელიძისაგან, გამოვიდეს და მკაფიოდ განუმარტოს ქართულ საზოგადოებას თუ რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით თავდაცვის მინისტრის დამოკიდებულება რუსების მიმართ, თუ როგორ აწინაურებს იგი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან რუსებთან ძალიან ახლო ურთიერთობებში და მისგან მოვითხოვთ, განმარტოს თუ რა შეიცვალა საქართველოში. არის თუ არა ეს ის, რომ უკვე ოკუპანტ ქვეყანას მიცემული აქვს უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი და ეს კონტროლი განახორციელოს ცინიკურად ისე, რომ ყველა ამას ხედავს“.
„პრესა.ჯი“ რუსულნომრიანი სამხედრო მანქანების საქართველოს ტერიტორიაზე გადადგილების საკითხებზე და მოსალოდნელ საფრთხეხზე სამხედრო ექსპერტ ტრისტან წითელაშვილს ესაუბრა.
ტრისტან წითელაშვილი: ეს ავტომობილები სრულ კონტროლზე უნდა ჰყავდეს აყვანილი, რასაც შესაბამისი სამსახურების მხრიდან არ ხდება. ყველაფერი თავის გემოზეა მიშვებული. საქართველოს ხელისუფლებამ და შს სამინსტრმა თავიადნ ბოლომდე უნდა მოახდინონ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის რეორგანიზაცია.
- არატრანზიტული ნომრებიანი სამხედრო მანქანებია შემჩნეული ფოთსა და სენაკში, რა შეიძლება იყოს ავტომობილებში?
- სხვადასხვა რამ, არის აპარატურები, რომელიც ახორხციელებს თვალთვალს,
აწარმოებს მიყურადებას, აწარმოებს მოსმენებს და ინფორმაციის გადაცემას".
0