15:24:15     25-02-2015
თბილისის შემდეგ რუსული სამხედრო მანქანები სენაკსა და ფოთში გამოჩნდნენ
რუსული სამხედრო ტექნიკა დედაქალაქის გარდა სენაკსა და ფოთში დააფისირეს. არსებული ვერსიით, რუსეთის სამხედრო დანიშნულების მანქანა მაშინ დააფისსირეს, როცა ის სენაკიდან ჩხოროწყუს მიმართულებით მიემართებოდა. ფოტო გადაღებულია საკირეს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რუსული სამხედრო მანქანები დააფიქსირეს დღეს ფოთშიც.
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ დარცმელიძე ამ ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ფოტოები ფოთის 9 აპრილის ხეივანშია გადაღებული.
რუსულნომრიანი სამხედრო მანქანები თბილისის ქუჩებში გუშინაც გადაიღეს, რომლის შემდეგაც შინაგან საქეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მანქანები ტრანზიტული იყო და ისინი კერძო პირმა შეიძინა და მათ საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ.
დედაქალაქში რუსულნომრიანი სამხედრო მანქანების გადაადგილების შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ვერსია ასეთია.
ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ შსს-მ დაადგინა, რომ მანქნები ეკუთვნის კერძო ბიზნესმენს. რომელსაც ისინი შესყიდული აქვს და არის ჩამოწერილი სამხედრო სატვირთო მანქნაები , რომელიც არ არის აღჭურვილი . სესიაშვილის განცხადებით, გაირკვა ისიც, რომ ამ მანქანებს შლის და შემდეგ ნაწილებად ჰყიდის.
თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მტკიცებით, რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები, რომლებიც თბილისში გუშინ შენიშნეს, საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს.