ოზურგეთში 2 ახალგაზრდა დაჭრეს ოზურგეთში 2 ახალგაზრდა დაჭრეს />


  13:31:46     25-02-2015

ოზურგეთში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

a35045.jpg

გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში, ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ახალგაზრდები სამედიცინო ცენტრ მედლაფაში არიან გადაყვანილები, სადაც მათ ოპერაცია უტარდებათ. 

ახალგაზრდებს ცეცხლნასროლი ჭრილობები წელისა და ფეხის არეში აქვთ მიყენებული. მომხდარი ფაქტი, "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

მათი  ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ 118 მუხლით,  რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. 

დაჭრის მოტივი უცნობია. 


0

ავტორი: