10:53:18     11-03-2011
ბატი სოკოთი
მასალა: ბატის ფილე – 4 ცალი, კარაქი – 2 სუფრის კოვზი, ხახვი – 2 ცალი, ნიორი – 2 კბილი, შამპინიონი – 150 გრამი, კონიაკი – 3 სუფრის კოვზი, წითელი მშრალი ღვინო – 2 ჭიქა, დაფნის ფოთოლი – 1 ცალი, ქონდარი, შავი პილპილი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.
ფილე შევწვათ ცხიმში ოქროსფერ შეფერილობამდე. სოკო დავჭრათ, შევწვათ დარჩენილ ცხიმში, წვრილად დაჭრილ ხახვთან და დანაყილ ნიორთან ერთად. დავამატოთ ფილე, დავასხათ ღვინო, კონიაკი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ჩავუმატოთ დაფნის ფოთოლი, ქონდარი და ვხარშოთ ფილეს მზადყოფნამდე. კერძი თეფშზე შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილით.
0