როგორ ცხოვრობს ოპერის ანჯელინა ჯოლი... როგორ ცხოვრობს ოპერის ანჯელინა ჯოლი... />


  03:50:58     24-02-2015

როგორ ცხოვრობს ოპერის ანჯელინა ჯოლი...

a35018.png

ნინო მაჩაიძე მილანში იტალიელ მეუღლესთან გვიდო ლოკონსოლოსთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ნინო უცხოური პრესის გამოკითხვით ყველაზე ლამაზ ოპერის მომღერალთა ათეულში ნინო სურგულაძესთან ერთად მოხვდა. ქართველი სოპრანო, არა მხოლოდ მისი სილამაზის, არამედ პიროვნული თვისებებისა და შარმის გამო იკავებს პირველ ადგილს ათეულში. ის მსოფლიოში წამყვან საოპერო სცენებზე ასრულებს ნაწარმოებებს. ნინოს უნიკალური სტილი, შესრულების ტექნიკა და ვოკალური დიაპაზონი აქვს, რომლითაც მსოფლიოს აოცებს. ნინოს ოპერის ანჯელინა ჯოლისაც ეძახიან.


ნინო მაჩაიძე თბილისს ბოლოს რვა თვის წინ სტუმრობდა. ძმის ქორწილში იყო ჩამოსული.

ნინო მაჩაიძე: ჩემი შემდეგი ვიზიტი თბილისში აპრილშია დაგეგმილი, პატრიარქის ფესტივალი უნდა გავხსნა და კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი მექნება. ერთი სული მაქვს, ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს წელი ჩემთვის რთულია. რვა სადებიუტო როლი მაქვს სამღერი. ერთ ოპერას რომ ვმღერი, მეორეს ვმეცადინეობ. ამ გადატვირთული პერიოდის მიუხედავად, მე ძალიან ბედნიერი ვარ.

ნინომ იტალიელი კოლეგა გვიდო „ლა სკალას“ აკადემიაში გაიცნო. პირველ წელს იყო მეგობრობა. შემდეგ ორივეს „ლა სკალამ“ „რიგოლეტოში“ მონაწილეობა შესთავაზა.

„მე და გვიდოს ხშირად გვიწევს ერთმანეთისგან შორს ყოფნა, მე ერთ ქალაქში, გვიდოს – მეორეში. თავისუფალი დრო რომ გამოგვიჩნდება, ერთმანეთთან ჩავდივართ. ეს არის მომღერლის ცხოვრება. აქვს კარგი მხარეებიც და ცუდიც. უარყოფითი ის არის, რომ ახლობლებისგან შორს ხარ, მაგრამ, როცა ამდენხნიანი განშორების შემდეგ ხვდები, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა“.

- დასვენებას როგორ გეგმავთ?

– ვერ ვიტყვი, რომ ვგეგმავ. რეპეტიციების განმავლობაში შეუძლებელია დასვენება, მაგრამ, როცა სპექტაკლები იწყება, შუალედში შემიძლია, დავისვენო. როდესაც გასტროლებზე ვარ, ყოველთვის ვახერხებ ქალაქების დათვალიერებას. ძალიან მიყვარს სეირნობა, ბევრს დავდივარ. კიდევ მიყვარს მზარეულობა. ახლახან, ავსტრიამ გამოსცა კულინარიული წიგნი, რომელშიც შევიდა მსოფლიოს 65 ყველაზე ცნობილი ოპერის მომღერლის კულინარიული რეცეპტები. მეც შემიყვანეს ჩემი ლობიანის რეცეპტით. წიგნში არის ფოტოები – როგორ ვამზადებ ლობიანს და რაც მთავარია, რეცეპტი დავწერე ქართულად. ქვევით კი წერია თარგმანი. მე და ჩემს მეუღლეს ერთად გვიყვარს კერძების მომზადება. ისიც ძალიან კარგი კულინარია.

- წელიწად-ნახევრის წინ დედა გახდით. დედობამ რა შეცვალა თქვენში?

– ალესანდროს დაბადების შემდეგ უკეთესი გახდა ყველაფერი. მან ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრებას ბედნიერება შემატა. ყველაფერი გალამაზდა. ალესანდრო ჩემი ძმის ქორწილში მყავდა ჩამოყვანილი.


primetimes.ge

0

ავტორი: