10:52:47     11-03-2011
რაგუ ფრანგულად
მასალა: ბადრიჯანი – 300 გრამი, კიტრი – 300 გრამი, ხახვი – 2 ცალი, ნიახურის ფესვები – 1 ცალი, კარტოფილი – 5 ცალი, პომიდორი – 3 ცალი, ზეთი – 4 სუფრის კოვზი, თეთრი ღვინო – 1/2 ჭიქა, დაჭრილი რეჰანი – 3 სუფრის კოვზი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
ბადრიჯანი, კიტრი და კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად, ხახვი – რგოლებად, ნიახურის ფესვები – თხელ ნაჭრებად, პომიდორი გავხეხოთ სახეხზე. ხახვი მოვხრაკოთ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე. დავამატოთ ნიახური და კიდევ 5 წუთი ვხრაკოთ. დავამატოთ გახეხილი პომიდორი და ავადუღოთ. შემდეგ ჩავამატოთ დარჩენილი ბოსტნეული, მარილი და პილპილი. დავაფაროთ სახურავი და ვხარშოთ 20 წუთი, პერიოდულად ვურიოთ. დავასხათ ღვინო, ჩავუმატოთ რეჰანი და წამოვადუღოთ.
0