19:43:52     22-02-2015
პიტნიანი ნადუღი სულგუნის ფირფიტებში

ინგრედიენტები:
სულგუნის ფირფიტები
10 ცალი
ნადუღი
500-600 გ
პიტნა
მარილი
თითოეული ფირფიტა გავჭრათ შუაზე. ნადუღს დავამატოთ
ხმელი ან ნედლი პიტნა და მარილი გემოვნებით. კარგად ავზილოთ.
სულგუნის ფირფიტაზე დავდოთ ნადუღი და კონუსურად გადავახვიოთ. შეგვიძლია გავაფორმოთ ბროწეულით ან ზეთისხილით .
0