გურჯაანში ორი ადამიანი მოკლეს გურჯაანში ორი ადამიანი მოკლეს />


  04:15:41     22-02-2015

გურჯაანში ორი ადამიანი მოკლეს

a34991.jpg

მკვლელობა მოხდა ლაგოდეხში. "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, სოფელ აფენში ახალგაზრდამ ბიძა და ბიძაშვილი სანადირო თოფით მოკლა.

თვითმხილველთა განცხადებით, ეჭვმიტანილმა ბიძა და ბიძაშვილი სახლის წინ ჩაცხრილა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. 

თუმცა, აფენელები, პარალელურად, გახშირებულ კრიმინალზე ჩივიან. მათი თქმით, სოფელში ხშირია ხულიგნობისა და ქურდობის შემთხვევები. 

"პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. გარდაცვლილებს კი ექსპერტიზა გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უტარდებათ. ამოღებული მკვლელობის იარაღი", - აცხადებენ შსს-ში. 

ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღიძრა.

0

ავტორი: