სისხლიანი გარჩევა ვაკეში - დაჭრილია ერთი ახალგაზრდა
სისხლიანი
გარჩევა ვაკის აუზთან დაჭრით დასრულდა. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების
შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი გუდაძეა დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდის მისამართით 15 ტყვიაა ნასროლი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული
ინფორმაციით, გიორგი გუდაძე სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების ყოფილი
უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემისთვის ორ მეგობართან ერთად იყო დაკავებული,
თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. არ არის გამორიცხული, რომ სისხლიანი
გარჩევა ამ ფაქტთან იყოს დაკავშირებული.
ვაკის
პარკთან მომხდარ ინცინდენტს ადასტურებენ შს სამინისტროში თუმცა როგორც
„პრესა.ჯი“-ს გომელაურის უწყებაში განუცხადეს, გუდაძეს მსუბუქი
დაზიანებები აქვს მიღებული და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.
უწყებაში არ ადასტურებენ, რომ მას 15 ტყვია ესროლეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
0