17 წლის გიგა კურტანიძე თანატოლმა გულ-მკერდის არეში ე.წ ქუჩური გარჩევისას მძიმედ დაჭრა.
როგორც
„პრესა.ჯი“-ს აცნობეს, შემთხვევა ქარელში შაბათ ღამეს მოხდა. მე- 12 კლასის
მოსწავლე ცივი იარაღით ნაცნობმა 18 წლის ბიჭმა დაჭრა.
თვითმხილველთა
განცხადებით, შემთხვევა ქარელის პირველ საჯარო სკოლასთან მოხდა. ინციდეტში
მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
17
წლის მოზარდი მდგომარეობის სიმძიმის გამომდინარე თბილისში არამიანცის
სახელობის საავადმყოფოშია გადმოყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
რაც
შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. საქმე 108-ე
მუხლის მიხედვით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
„პრესა.ჯი“ მომხდარის შესახებ ქარელის პირველ საჯარო სკოლის დირექტორს მარიამ საზანდრიშვილს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: სად მოხდა დაჭრის ფაქტი?
-
დაჭრა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და არა უშუალოდ სკოლაში. არც
გაკვეთილების მიმდინარეობისას მომხდარა. ინცინდენტი შაბათს საღამოს
საათებში მოხდა.
- დაჭრილი თქვენი სკოლის მოსწავლეა?
-
გიგა ჩვენთან სწავლობს, ეჭვმიტანილს არ ვიცნობ. ამბობენ 18 წლისააო, არც
კონფლიქტის მიზეზის შესახებაა ჩემთვის ცნობილი. გიგას რაც შეეხება, ძალიან
მეგობრული და კომუნიკაბელური ახალგაზრდაა.
0