10:10:41     17-02-2015
მკვლელობა ოზურგეთში - მოკლულია 23 წლის ახალგაზრდა
გვიან ღამით, ოზურგეთში ლანჩხუთის ქუჩაზე მცხოვრები 23 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კვაჭანტირაძე მეუღლესთან ერთად ოზურგეთში, ე.წ. "მოიდანახეს" სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
23 წლის ახალგაზრდის მეუღლის, ნათია თავართქილაძის ინფორმაციით, მის ქმარს თავში იარაღი ესროლეს.
ოჯახისთვის უცნობია, თუ ვის შეიძლება მკვლელობა ჩაედინა ან რა მოტივით.
"ერთი თვეა, რაც დაოჯახდა. მეუღლემ სთხოვა სასეირნოდ წასულიყვნენ, არ ვიცით რა მოხდა", - აცხადებს მოკლულის დედა მარგალიტა კვაჭანტირაძე.
ირაკლი კვაჭანტირაძე ორჯერ იყო ნასამართლევი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ორი წელის წინ დატოვა.
მოკლული წუხელ ქუთაისში გადაასვენეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.