23:50:50     16-02-2015
გლდანში პოლიციელი დაჭრეს?

გლდანში ორმხრივი სროლისას პოლიციელი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ "თავისუფალი ზონა" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გლდანის ა მიკროში, 48 კორპუსთან ბიჭები სვამდნენ, რა დროსაც ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ. ამ დროს მოვიდა პოლიცია და მოუწოდა ახალგაზრდებს დაშლისაკენ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა პოლიციის უფროსსა და ახალგაზრდებს შორის. კამათის დროს, ერთ-ერთმა ბიჭმა პოლიციელს უცებ წაართვა იარაღი და გაისროლა, რის შემდეგაც პოლიციელი დაიჭრა.
როგორც თვითმხილველები საუბრობენ, ორმხრივი სროლა იყო.
პოლიციელის დაჭრის ფაქტი "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში არ დაუდასტურეს.
კითხვაზე ჰქონდა თუ არა ადგილი მითითებულ მისამართზე შელაპარაკება უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამ ეტაპზე არ პასუხობს.
"ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ დაჭრას ადგილი არ ჰქონია".
0