ჩანახი ჩანახი />


  22:21:01     16-02-2015

ჩანახი

a34899.jpg

ინგრედიენტები: ბატკნის ხორცი 600 გ ბადრიჯანი 2-3 პამიდორი 3-4 ტკბილი წიწაკა, წითელი 3 კარტოფილი 4 ხახვი 2 თავი ქინძი რეჰანი მწარე წიწაკა, მწვანე 1 კარაქი ან დუმა 70-80 გ მარილი და პილპილი
პამიდორს კანი გააცალეთ და მსხვილად დაჭერით. ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი კი – ალყა-ალყა. წიწაკა მსხვილად დაჭერით,
ბადრიჯანი ნახევარ რგოლებად, იმავე ზომაზე დაჭერით კარტოფილი.

ხორცსა და ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი, პილპილი. ინგრედიენტები ხელით კარგად აურიეთ.
ქოთანში მოათავსეთ კარაქი ან დაჭრილი ცხვრის დუმა. შემდეგ შიგ ჩაყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები.
ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი პამიდორი. მოაყარეთ მწვანილი და შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე 30-40 წუთით, სანამ
ხორცი არ მომზადდება.

0

ავტორი: