20:23:24     13-02-2015
Vivus.ge-ს ახალი სერვისი

მცირე სესხების ასაღებად ბევრი ჩვენგანი ონლაინ საკრედიტო სერვისებს იყენებს. ამ თვალსაზრისით საქართველოს ბაზარი მდიდარია და კონკურენტული, თუმცა ბრენდმა Vivus.ge მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზება გადაწყვიტა.
სერვისი „აიღე სესხი ხელზე“ მცირე კრედიტების პირდაპირ ხელზე აღებას ან ბანკის ანგარიშზე გადარიცხვას გულისხმობს. ამგვარი სერვისი საქართველოში ჯერ არც ერთ ონლაინ მიკროსაფინანსო კომპანიას არ შემოუთავაზებია.
პირველად ხელზე ასაღები თანხის სტენდი Vivus.ge-მ ჯერ კიდევ წინა წლის დეკემბერში გახსნა. ქალაქში ორი სტენდი დაიდგა - ერთი „მეგატექნიკაში“ (წერეთლის გამზირი #140), ხოლო მეორე Techno Boom-ის დიღმის ფილიალში.
ახლა კი ხელზე ასაღები კრედიტები Vivus.ge-სგან ც.დადიანის #7-ში, „ქარვასლაშიც“ გაიცემა. “მეგატექნიკასა“ და Techno Boom-ში არსებული სტენდები დილის 10:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე მუშაობს. „ქარვასლის“ ფილიალი კი 12 საათის განმავლობაში ოპერირებს, დილის 10 სთ-დან ღამის 10 სთ-მდე. თანხის დარიცხვა 2 წუთში ხდება. საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა და განაცხადის შევსება. ონლაინ პროცედურისგან განსხვავებით, კომპანიის ანგარიშზე სიმბოლური 1 თეთრის გადარიცხვა საჭირო არ არის.
Vivus.ge საერთაშორისო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის - „4ფინანსის“ ბრენდია, რომელიც 12 ქვეყანაშია გახსნილი.
0