ენმ: მინდია ჯანელიძე იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დესპანი რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში ენმ: მინდია ჯანელიძე იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დესპანი რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში />


  12:40:45     13-02-2015

ენმ: მინდია ჯანელიძე იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დესპანი რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში

a34874.jpg

"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე  იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დესპანი რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრთა განცხადებით,  ჯანელიძის პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის სისტემებს ასუსტებს, ასევე შეფერხებით მიმდინარეობს ნატო-ს საწვრთნელი ბაზის პროექტის განხორციელებაც და დასუსტებულია ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახურები.

 გივი თარგამაძის, გიორგი კანდელაკისა და გიგა ბოკერიას განცხადებით, თავდაცვის  მინისტრი სამინისტროდან ათავისუფლებს  პროგრესულად მოაზროვნე, ევროპული განათლებისა და გამოცდილების კადრებს.

პარტიის ლიდერთა განცხადებით,  საგანგაშო ფაქტია ჯანელიძის მოადგილის ღირსიაშვილის თანამდებობაზეც ყოფნა, რადგან იგი ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრია. 

"ნაციონალური მოძრაობა" თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს.

0

ავტორი: