კიწმარიშვილის ძმა „პრესა.ჯი“-ს საქმის ახალ გარემოებებზე ესაუბრა კიწმარიშვილის ძმა „პრესა.ჯი“-ს საქმის ახალ გარემოებებზე ესაუბრა />


  16:24:18     10-02-2015

კიწმარიშვილის ძმა „პრესა.ჯი“-ს საქმის ახალ გარემოებებზე ესაუბრა

a34843.jpg

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიზნესმენის გარდაცვალების დღეს ჭავჭავაძის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებსა და ჟურნალისტებზე ადრე ტაქსით მივიდნენ და იმ ავტოფარეხშიც ჩავიდნენ, სადაც კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

კაკაბაძე ამბობს, რომ ინფორმაცია თვთმხილველებმა მიაწოდეს. 

„ავტოფარეხთან გაჩერდა მანქანა ტაქსის ტრაფარეტით, იქიდან გადმოვიდა ერთი ადამიანი, გადმოსვლისთანავე მეორე ადამიანმა ტაქსის ტრაფარეტი მოხსნა და ავტოფარეხში ჩავიდა. იქიდან მალევე ამოსულა და უთქვამს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა“, - განაცხადა კაკაბაძემ. 

აღნიშნული განცხადების შემდეგ „პრესა.ჯი“ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურა კიმარიშვილს ესაუბრა. 


მისი თქმით, ტაქსის ეპიზოდის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. კიწმარიშვილი თვლის, რომ ნანაკაკაბაძე ან პირი,  რომელმაც უფლებადამცვეს ეს ინფორმაცია მიაწოდა აუცილებლად უნდა დაიკითხონ. 

კიწმარიშვილის ძმა სხვა ახალ მოწმეებზე საუბრობს.

როგორც მან „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, საქმეში გამოჩნდნენ მოწმეები. ერთი მათგანი კი გამოძიებამ უკვე დაკითხა.

„პრესა.ჯი“: ბატონო ზურაბ კიწმარიშვილის საქმეზე ახალი გარემოება გახდა ცნობილი, ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებსა და ჟურნალისტებზე ადრე ტაქსით მივიდნენ და იმ ავტოფარეხშიც ჩავიდნენ...

ზურა კიწმარიშვილი: მეც ტელევიზიით მოვისმინე ქალბატონი ნანას ეს განცხადება. ამ ფაქტის შესახებ პირადად მე არაფერი ვიცი. ვთვლი, რომ გამოძიება ამ განცხადებით უნდა დაინტერესდეს, რომ უფრო მეტი გაიგონ ამ განცხადების ირგვლივ.

- ნანა კაკაბაძეს დიდი ალბათობით დაკითხავენ?

- ვინაიდან ქალბატონმა ნანამ ეს ინფორმაცია გააჟღერა, ის ამბობს, რომ იცნობს ადამიანს, ვინც ამას შეესწრო. ლოგიკურია ნანა კაკაბაძე თუ არა იმ ადამიანს ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა მას გამოძიება მეტ კითხვას დაუსვამს. 

-გამოძიება რა ეტაპზეა, როგორც გვითხარით საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეები გამოჩდნენ...

-გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საინტერესო გარემოებები და საჭიროა კიდევ უფრო მეტის გაგება ამ მიმართულებით. გამოძებას ჰყავს მინიმუმ ორი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი კი როგორც ვიცი დაიკითხა. მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. 

-ამ ადამიანების ჩვენებები ამყარებს თუ არა თქვენ ეჭვს, მკვლელობას ვგულისხმობ?

-უნდა ვნახო ეს ჩვენებები და ინფორმაცია, რომელიც მათ მიაწოდეს გამოძიებს. 

-თუ იცნობთ მოწმეებს?

-მათი ვინაობა მე აქამდე არ ვიცოდი. მათი სახელი და გვარიც არაფერს მეუბნება. არც ვიცი მათი სოციალური სტატუსის შესახებ. ვიცი ზოგადად ვინ არიან. მე მათი ჩვენებები არ მინახავს. გამოძიება ეხლა მუშაობს ამ თემაზე. 

0

ავტორი: