12:24:15     10-02-2015
ბათუმში სატვირთო ავტომობილები გაქურდეს
სატვირთო ავტომობილები გაქურდეს ბათუმში. ფაქტი გუშინ მოხდა. "კამაზის" ტიპის ავტომობილები ორბელიანისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ღია ავტოსადგომზე იყო გაჩერებული.
რამდენიმე მანქანას აკუმულატორები ამოაცალეს.
მძღოლებმა მომხდარის შესახებ დილით, მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სამუშაოდ გასვლა დააპირეს. მათ ადგილზე პატრული გამოიძახეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
ეს ბათუმში მანქანების გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის. ამავე ავტოსადგომზე სატვირთოები შარშან ორჯერ გაქურდეს, ერთხელ კი მანქანაც მოიპარეს, რომელიც მფლობელმა მოგვიანებით ერთ-ერთ სოფელში მიტოვებული და გაძარცვული იპოვა.
0