16:38:01     05-02-2015
ეკა ბესელია მისი შვილის შესახებ გასულ სიუჟეტზე: "არ ვაპირებ ვაპატიო ვინც ამ უზნეო მეთოდებს მიმართავს"
ეკა ბესელია ინტერნეტ ტელევიზია fresh news- ზე გასულ სიუჟეტს ვრცელ კომენტას უძღვნის და აცხადებს, რომ კანონიერ რეაგირებას მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ
ინტერნეტ ტელევიზია fresh news - მა მოამზადა სპეციალური რეპორტაჟი, სადაც საუბარი იყო ფოთის ერთ-ერთ რესტორანში განვითარებულ მოვლენებზე.
"პრესა.ჯი" დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზონთ:
"როგორ უნდა უპასუხო იაფფასიან, მოგონილ სიცრუეს ? არ უნდა უპასუხო, არც ვპასუხობ, როცა მე მეხება, მაგრამ ჩემს გამო, როდესაც შვილს უკვე მერამდენედ ესხმიან თავს, წამებენ ცილს და აყენებენ ტრამვას, ამაზე არ ვაპირებ გაჩუმებას და არც პატიებას.
ცხადია სადაც დაიგეგმა და ვინც მოიგონა ეს ამაზრზენი, სასაცილო ტყუილი, მაგრამ კეთილი ინებეთ და ახლა მიპასუხეთ ამ კითხვაზე ამ სიცრუის გამავრცელებლებო და ავტორებო
1. სად არის ე.წ დაშავებული ადამიანი? რატომ არ არსებობს ასეთი პერსონა?
3. რატომ ამოიღეთ სიუჟეტიდან თავად დათო ბუკიას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ტყუილია, მას არავითარი კონფლიქტი არ ქონია , არავის მისთვის ზიანი არ მიუყენებია და არც უნახავს მთელი თვეა ჩემი შვილი
5. რატომ არის გადაღებული ბუკიას ფარული კადრები არაკორექტული სახით (ადამინი ტანსაცმელს იცვლის)
7. რატომ დამალეთ სიუჯეტში რომ მირგატია არ არის არაფრის თვითმხილველი და ყვება ვიღაცის მონაყოლ ამბავს? (მე დავურეკე ამ სიუჯეტის ნახვის შემდეგ მირგატიას და ვკიტხე რა მოხდა, რა ნახა და მითხრა, რომ არაფერი იცის და ვიღაცის მონაყოლი თქვა ისიც არა ჯურნალისტთან.
9. რატომ აკავშირებთ ამ მოგონილ ფაქტს ფოთის ყოფილს მერთან სარსანიასთან ? იმიტომ ხომ არა რომ მას აქვს ჩატარებული სწორედ ისეთი კორუფციული ტენდერები, რომელზეც დიდი ხანია ვითხოვ გამოძიების ჩატარებას და გარკვევას ვინ იყო ჩართული ამ კორუფციულ საქმეებში?
11. ეს მოგონილი და უნიჭოდ დადგმული ,,ისტორია,, ხომ არ ემსახურება იმ მიზანს რომ კორუფციული ტენდერები რომელიც ვამხილე საჯაროდ ფოთის ყოფილი ხელ –ი პირების მერ ჩატარებული გახდა გამოძიების ინტერესის საგანი? ნუ დაგვავიწყდება რომ სარსანია ახალიას დროის კუდის უფროსი გახლდათ. ახლა კი ცდილობს თავი აღიდგინოს მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საიტერესო დამთხვევებია?!!
მივმართავ მათ ვინ ეს უნიჭობა და სიბინძურე დაგეგმა –რასაკვირველია ბოლომდე მივყვები იმ კორუფციულ ფაქტებს, რომელსაც ქონდა ფოთში ადგილი და არ მოვეშვები რომ გამოაშკარავდეს ვინ იყო ჩათული ამ საქმეებში. ამავე დროს მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ცდილობს გადაფაროს ეს რეალობა და მორიგი იერიში მიიტანოს ჩემ შვილზე–
ამას გავაკეთებ იმისთვის ,რომ სხვები დავიცვა მსგავსი უზნეობისგან!"
0