მსოფლიოში საუკეთესო ტორტი მსოფლიოში საუკეთესო ტორტი />


  04:29:55     04-02-2015

მსოფლიოში საუკეთესო ტორტი

a34754.jpg

სწორედ ამას ნიშნავს ამ ნორვეგიული დესერტის verdens beste kake-ის  სახელწოდება ქართულად და ტორტი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს!  წლების წინ ამ ტორტს ნორვეგიის ეროვნული ნამცხვრის წოდებაც კი მიანიჭეს.

რეცეპტი სწორედ ამას ნიშნავს ამ ნორვეგიული დესერტის verdens beste kake-ის  სახელწოდება ქართულად და ტორტი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს!  წლების წინ ამ ტორტს ნორვეგიის ეროვნული ნამცხვრის წოდებაც კი მიანიჭეს. ინგრედიენტები: ცომი: კარაქი 100 გ შაქარი 100 გ კვერცხის გული 4 რძე 3 ს.კ ფქვილი 100 გ სოდა 1 ჩ.კ ვანილი ბეზე კვერცხის ცილა 4 შაქარი 200 გ ნუში 100-150 გ კრემი ნაღები 35 % 300 გ ვანილი შაქრის პუდრი გემოვნებით და სურვილით
ათქვიფეთ კარაქი და შაქარი ფუმფულა მასის მიღებამდე. დაამატეთ კვერცხის გულები,ფქვილი, სოდა და ყველა დანარჩენი ინგრედიენტი. საშუალო ზომის ფორმას (მრგვალი ან ოთხკუთხა) ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცომის ნაწილი. თუ ორი ერთნაირი ფორმა გაქვთ, რომელიც ღუმელში ერთდროულად ეტევა, უკეთესია. ორ ბისკვიტს ერთად გამოაცხობთ. 

ცილით და შაქრით ამოიყვანეთ კარგი სქელი ბეზე, გაყავით ორად  და წაუსვით ცომს (გამოცხობამდე) ზემოდან. მოაყარეთ ნუშის ფირფიტები და გამოაცხეთ 20-30 წუთი 180 გრადუსზე.  გააციეთ ორივე ბისკვიტი.

ათქვიფეთ ნაღები, ვანილი და შაქრის პუდრა.  წაუსვით პირველ ფირფიტას და დაადეთ მეორე. ტორტი შეგიძლიათ დაჭრათ მაშინვე, ან მოგვიანებით. 
ნაღების კრემში შეგიძლიათ შეათქვიფოთ 1 ჭიქა მოხარშული კრემი. სურვილის შემთხვევაში, წაუსვით ზემოდანაც და მორთეთ ხილით.
0

ავტორი: