იაპონური ფეხსაცმელი “ბითლზების” საპატივსაცემოდ იაპონური ფეხსაცმელი “ბითლზების” საპატივსაცემოდ />


  10:59:01     10-03-2011

იაპონური ფეხსაცმელი “ბითლზების” საპატივსაცემოდ

a4055.jpg

იაპონურმა მოდის სახლმა “Comme des Garсons” – მა, ბრიტანულ კომპანია “Apple Corps” - თან ერთად, “ბითლზების” საპატივსაცემოდ კედები გამოუშვა. ამის შესახებ “Prefix” იტყობინება.

ფეხსაცმელზე, კომპანიის ლოგოტიპთან ერთად, წარწერა “ბითლზებიც” იქნება დატანილი. კედები ერთ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი. როგორც გამოცემა იუწყება, ასეთი დიზაინის კედები ყველას შეახსენებს ჯონ ლენონის ფეხსაცმელს, რომლითაც ის ჯგუფის ფირფიტის “Abbey Road” - ის ყდაზე გამოჩნდა.

მიუხედავად უბრალო დიზაინისა, ფეხსაცმლის ღირებულება 295 დოლარი და 20 ცენტი იქნება.

მუსიკალური ჯგუფებისადმი მიძღვნილი სამოსის და ფეხსაცმლის გამოშვება, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საკმაოდ წარმატებულია. მაგალითად, ფეხსაცმლის ფირმა “Converse” ხშირად უშვებს “მეტალიკას,” “პინკ ფლიოდის,” “ბლექ საბატის” და სხვა ჯგუფების წარწერებიან კედებს, რაც მყიდველებში დიდი მოწონებით სარგებლობს. 

0

ავტორი: