Dana International  “ევროვიზიაზე” ბრუნდება Dana International “ევროვიზიაზე” ბრუნდება />


  10:53:01     10-03-2011

Dana International “ევროვიზიაზე” ბრუნდება

a4053.jpg

მომღერალი Dana International, რომელმაც 1998 წლის “ევროვიზიაზე” ერთხელ უკვე გაიმარჯვა, მუსიკალურ კონკურსში მეორედ მიიღებს მონაწილეობას, ისრაელის სახელით. ამის შესახებ კონკურსის ოფიციალური საიტი იტყობინება.

ისრაელში “საევროვიზიე” კონკურსანტების არჩევნები 9 მარტს, გვიან ღამით დასრულდა. ჟიურიმ გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გამოავლინა. მომღერალს ტელემაყურებელთა 48 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

დუსელდორფში, სადაც “ევროვიზია-2011” გაიმართება, ის სიმღერა “Ding Dong” – ს შეასრულებს. როგორც ცნობილია, “Diva,” რომლის მეშვებითაც მან 1998 წელს ამავე კონკურში გაიმარჯვა, ევროვიზიის ისტორიაში ერთერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა.

ისრაელმა უკვე სამჯერ გაიმარჯვა ამ კონკურსში. “ევროვიზია” მიმდინარე წლის მაისში გაიმართება. მასში ქართული ჯგუფი “ელდრაინიც” მიიღებს მონაწილეობას.

0

ავტორი: