რეცეპტი
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
კარაქი
100 გ
შაქარი
75 გ
კვერცხი
1
ვანილი
1 შეკვრა
კაკაო
1 ს.კ
ფქვილი
250 გ
მარილი
გულსართისთვის:
ხაჭო
750 გ
კარაქი
100 გ
შაქარი
150 გ
კვერცხი
3
კაკაო
2 ს.კ
ვანილის პუდინგის ფხვნილი
1 პაკეტი
ვანილი
ნამცხვრის ძირისთვის ყველა ინგრედიენტი ავურიოთ,
მოვზილოთ ცომი, გავაკეთოთ გუნდა და 30 წუთით შევდგათ მაცივარში (კარაქი ან
მარგარინი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, არ დაადნოთ!). სანამ ცომი ცივდება, ამასობაში ავიღოთ ხაჭოს მასისთვის საჭირო ინგრედიენტები: კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. კარაქი შაქართან ერთად გავთქვიფოთ, სათითაოდ დავუმატოთ კვერცხის გულები და ვანილი. დავუმატოთ ხაჭო, პუდინგის ფხვნილი (თუ არ გვაქვს, უმაგისოდაც არაფერი დაშავდება), ცალკე ათქვეფილი ცილები. მასა კარგად ავურიოთ, შემდეგ გავყოთ ორად, ერთ ნაწილს დავუმატოთ კაკაო. აირღუმელი გავახუროთ საშუალო ტემპერატურაზე (180 გრადუსი). საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაფრქვიოთ ფქვილი. ცომი გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ ისე, რომ ფორმაში ჩაფენისას გვერდებიც ამოვუყვანოთ და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. მორიგეობით ჩავასხათ შიგ ხაჭოს მასა – თეთრი და შავი. შევდგათ ღუმლის შუა თაროზე და დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.
0